+995 555 123 456
სამუშაო საათები:

ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00

ჩვენ შესახებ

1979 წლამდე ყაზბეგის ცენტრალური ბიბლიოთეკას ეწოდებოდა ყაზბეგის სარაიონო ბიბლიოთეკა, ამ წლიდან  დაიწყო არსებული ბიბლიოთეკის ცენტრალიზაციაც, სადაც გაერთიანებული იყო 28 ფილიალი. ცენტრალური ბიბლიოთეკაში გამოყოფილი იყო საბავშვო განყოფილება გამგით და 2 ბიბლიოთეკარით, ხოლო  ძირითადი ფონდი და საცავი   ბიბლიოთეკის დირექტორის დაქვემდებარებაში იყო. ასევე, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედიოდა დაკომპლექტება-დამუშავებისა და ბიბლიოგრაფიული განყოფილებები. სამკითხველო დარბაზში დასაქმებული იყო ერთი ბიბლიოთეკარი, ხოლო ბიბლიოგრაფიულ და მეთოდურ განყოფილებაში თითო-თითო თანამშრომელი. დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში ხდებოდა 28 ფილიალისთვის წიგნების დამუშავება, გატარება საინვენტარო წიგნში და ისე მიწოდება. ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნები მიეწოდებოდა საქართველოს ფოსტის საშუალებით, სხვადასხვა გამომცემლობებიდან თვეში 3-4-ჯერ. ფილიალებს ემსახურებოდა ტრანსპორტი, რისი საშუალებითაც ხდებოდა დამუშავებული წიგნების მიწოდება. იმ სოფლებში კი, სადაც არ იყო ბიბლიოთეკის შენობა, ფუნქციონირებდა ე.წ. მოძრავი ბიბლიოთეკა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცენტრალური ბიბლიოთეკის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი ფილიალი.

ბიბლიოთეკის ფილიალები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცენტრალური ბიბლიოთეკის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი ფილიალი:

კარკუჩა

სნო

გორისციხე

სიონი

სტრუქტურა

მეტის ნახვა

ყაზბეგის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ალ. ყაზბეგის 26

ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრი”

© 2025 ყველა საავტორო უფლება დაცულია.

ყაზბეგის ცენტრალური ბიბლიოთეკის საიტი შექმნილია ასოციაცია მეცნიერებისათვის მიერ.